19 მაისი 2024,   03:25
ვრცლად
თეა წულუკიანი მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველი კიკბოქსიორებისა და მოკრივეების ასპარეზობას დაესწრო

თეა წულუკიანი მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველი კიკბოქსიორებისა და მოკრივეების ასპარეზობას დაესწრო. ქართველი კიკბოქსიორი ლუკა შონია ევროპული თამაშების ფინალში გავიდა.

ქართველი სპორტსმენი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელ სპორტსმენს დაუპირისპირდება. ზურაბ ივანიაძემ კი ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ნახევარფინალური ბრძოლა პოლონელ სპორტსმენთან დათმო.

ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა ევროპული თამაშების ფინალური შეხვედრა ფრანგ მეტოქესთან გამართა. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორთაბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

დღის ამბები