03 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
სტიქიური პროცესების რუკების შექმნა დაიწყო

მესტიაში სტიქიური პროცესების რუკის შექმნა დაიწყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები რუკაზე გამოყოფენ მაღალი, საშუალო და დაბალი რისკების მქონე ტერიტორიებს. მსგავსი რუკა მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნება, რომ მოხდეს სტიქიური პროცესების პრევენცია.  

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე. ზურაბ კოპაძე ამბობს, რომ მესტია არის მეწყერულ ზონაში და  ამიტომ გადაწყდა, რომ რუკის შექმნა მესტიაში დაწყებულიყო და დაგეგმილია, რომ რუკები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაკეთდება.   ეს კი საშუალებას მისცემს, რომ გამოიკვეთოს საშიში ზონები, რაც რეაგირებას გააიოლებს. 

დღის ამბები