19 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
დადიანების სასახლიდან ჩამოტანილ 100- მდე არტეფაქტს ხელოვნების სასახლეში რესტავრაცია უტარდება

სამეგრელოს უკანაკნელი დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის, მისი შვილის სალომე მიურატისა და პრინც აშილ მიურატის პირადი ნივთები, ნიკოლოზ დადიანის უნიკალური პორტრეტი და დადიანების სასახლიდან ჩამოტანილ კიდევ 100-მდე არტეფაქტს რომელთა ასაკი მინიმუმ ორ საუკუნეს ითვლის ახლა რესტავრაცია უტარდება. მე-19 საუკუნის დროინდელ ნივთები დაზიანებულია, ბევრი მათგანს კი არასათანადო შენახვის გამო ობი და სოკო გაუჩნდა.

19-ე საუკუნის ნივთებს, იმ დროიდან დღემდე არავინ შეხებია, ექსპონატების მდგომარეობა კი მძიმე იყო. ნივთები დაზიანებული და მთლიანად ობით იყო დაფარული. დაწყებულია ხატების რესტავრაციაც, რომლებიც თავის დროზე დავით დადიანისა და დედოფალ ეკატერინეს სამლოცველოს ეკუთვნოდა. მოოქროვილი ფერწერული ფენების აღდგენას, უკრაინელი რესტავრატორი ცდილობს.

ხელოვნების სასახლეში სარესტავრაციო პროცესი, ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ატაშემ დაათვალიერა. უნიკალური ექსპონატების აღდგენა, საელჩოს გრანტის ფარგლებში მიმდინარეობს.

ხელოვნების სასახლე, რესტავრატორებთან ერთად, 3 თვეზე მეტია მუშაობს, რომ 19-ე საუკუნის მემორიალური ნივთები დადიანების სასახლეს დაუბრუნდეს და აღდგენილი სახით, დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინოს.  

 

 

 

 

 

დღის ამბები