უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხი აქტიური განხილვის პროცესშია - აშშ-ის პრეზიდენტი, მათ გადაცემას, სავარაუდოდ დღეს დაამტკიცებს.
მანამდე ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ, "ჰიუმან რაითს ვოჩმა" მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, შეწყვიტონ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება.