19 მაისი 2024,   02:08
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერეს.

თანამშრომლობის ძირითადი მიზანია, უნივერსიტეტმა და აეროპორტების გაერთიანებამ ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.

მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში გაივლიან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო, საერთაშორისო და სხვა პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება. ასევე, ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.

დღის ამბები