19 მაისი 2024,   06:22
ვრცლად
რა შეფასებები მოჰყვა "თბილისი პრაიდის" ღონისძიების ჩაშლას მმართველი გუნდისგან, პრეზიდენტისგან და დიპლომატიური კორპუსის მხრიდან 

"თბილისი პრაიდი" დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იმის მიუხედავად, რომ დღეს ლისის ტბის მიმდებარედ და შიდა ტერიტორიაზე არავინ დაშავებულა, ფესტივალის ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოები არიან. 

ლისის ტბაზე ვითარებას პირადად აკონტროლებდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული. 
 
დღევანდელ გამოწვევებს რომ სამართალდამცველებმა თავი კარგად გაართვეს, ამის შესახებ ისაუბრა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმაც. თუმცა განსხვავებულია პრეზიდენტის პოზიცია. 
დღის ამბები