19 მაისი 2024,   07:18
ვრცლად
აშშ-მა და ჩინეთმა ურთიერთობებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს - შტატების ხაზინის მდივანი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ურთიერთობებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს - ამის შესახებ შტატების ხაზინის მდივანმა განაცხადა. ჯანეტ იელენის თქმით, მისი პეკინში ვიზიტის დროს, ჩინელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები "პირდაპირი" და "პროდუქტიული" იყო.

ხაზინის მდივნის შეფასებით, ორმხრივმა შეხვედრებმა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციას ხელი შეუწყო.

ჯანეტ იელენმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებს და ჩინეთს მომავალში უფრო ხშირი კონტაქტი ექნებათ.​

დღის ამბები