19 მაისი 2024,   03:57
ვრცლად
"უკრაინა ჯერ არ არის მზად ნატოს წევრობისთვის" – ჯო ბაიდენი

"უკრაინა ჯერ არ არის მზად ნატოს წევრობისთვის" – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. შტატების პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს იქამდე, სანამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას განიხილავენ.

"არ მგონია, რომ ნატო-ში არის ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, შევიდეს თუ არა უკრაინა ნატო-ს ოჯახში ახლა, ამ მომენტში, ომის შუაგულში" – აღნიშნა ბაიდენმა.

მანამდე კი იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოში შესვლის საკითხი არ განიხილება.

პარალელურად კი გამოცემა ბილდის ცნობით, შტატები და გერმანია ნატო-ში უკრაინის წევრობას დაბლოკავენ. გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, გზა გაუხსნას უკრაინას ნატო-სკენ.

დღის ამბები