19 მაისი 2024,   06:05
ვრცლად
საქართველო "მთის დღეებისთვის" ემზადება - ფესტივალი სტარტს 15 ივლისს აიღებს

მოგზაურობა საქართველოს მთებში გემოებთან ერთად - "მთის დღეების" ფესტივალისთვის საქართველოში ცნობილი შეფ მზარეულები ყველა იმ კერძს მოამზადებენ, რომელიც ამა თუ იმ კუთხისთვისაა დამახასიათებელი. გურია და იმერეთი უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს კაიმაღს, გურულ ღვეზელს, იმერულ ხაჭაპურს, საცივს და კიდევ არაერთ კულინარიულ შედევრს უმზადებენ.

"მთის დღეების" სტუმრებს ტრადიციული ხინკლით ხვდება თუშეთი, თუმცა ტურისტების გაოცებას მზარეულები სხვა ადგილობრივი კერძებითაც აპირებენ. ფესტივალი მთის მოყვარულებს კულინარიის გარდა, ადგილობრივების მიერ შექმნილ ხელნაკეთი ნივთების ბაზრობასაც შესთავაზებს, დღის ბოლოს კი ყველას კოცონი და მუსიკა გააერთიანებს. "მთის დღეები" სტარტს 15 ივლისს აიღებს და 22 ივლისამდე გაგრძელდება.

დღის ამბები