ალიანსის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების დასკვნით კომუნიკეში ჩანაწერი პოლიტიკური შეფასებების საგანია თბილისში. კრიტიკულია ოპოზიცია, ოპონენტები საქართველოს ხელისუფლების არასწორ რიტორიკაზე საუბრობენ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ნატოს სამიტის კომუნიკეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება დაფიქსირდა.
"მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დაფიქსირდა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება, ბუქარესტის სამიტის ერთგულება. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია პრაქტიკულად გამქრალია ყოველგვარი რიტორიკიდან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. უკრაინასთან მიმართებაში გაცილებით უფრო სიცხადეა, პირველ რიგში ეს არის ის, რომ უკრაინას გადაეცემა მეტი იარაღი, თავდაცვის საბჭოში იქნება უკრაინა სრულუფლებიანი წევრი,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, თეონა აქუბარდია ეს არის შესაძლებლობა, რომ მას შემდეგ რაც უკრაინა გაიმარჯვებს ომში და მას შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება რეფორმების კუთხით დასრულებული, უკრაინა გახდეს ნატოს წევრი.
"შეერთებულ შტატებში იმართება მორიგი სამიტი გაისად და ეს იქნება შესაძლებლობა უკრაინისთვის, რომ მოწვევის მიმართულებით იმუშაოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის მოკლე გზა და ერთ წელში უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, რომ მას შემდეგ რაც უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში და მას შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება რეფორმების კუთხით დასრულებული, უკრაინა გახდეს ნატოს წევრი,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.