პირადობის მოწმობის გამოყენებით საქართველოსა და სომხეთს შორის გადაადგილება არის შესანიშნავი შესაძლებლობა ორი მეგობარი ერისთვის, რომ უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს.