15 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
არავის შეუძლია შეუერთდეს ნატო-ს, ვიდრე ომი მიმდინარეობს, რადგან ეს მესამე მსოფლიო ომში ჩართვის გარანტია იქნება - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არავის შეუძლია შეუერთდეს ნატო-ს, ვიდრე ომი მიმდინარეობს, რადგან ეს მესამე მსოფლიო ომში ჩართვის გარანტია იქნება.

ჯო ბაიდენის განმარტებით, ახლა მთავარი განხილვის თემაა არა ის, გახდება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი, არამედ როდის შეძლებს ამას.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის მოგების შესაძლებლობა არ აქვს.

ბაიდენის მტკიცებით, ეს ომი წლების განმავლობაში არ გაგრძელდება, რადგან ვლადიმერ პუტინი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის.

"მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში აუცილებელია აშშ-ის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. იმის იდეა, რომ ევროპაში ჩვენს მეგობრებს შორის კონფლიქტი შეიძლება იყოს და ჩვენ არ ვიყოთ ჩართული - არასოდეს ყოფილა თანამედროვე ისტორიაში. ამიტომ ჩვენ ერთად ვდგავართ.

არავის შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება საბრძოლო მოქმედებების დროს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ომში ჩათრეულები აღმოვჩნდებოდით. მესამე მსოფლიო ომში, ამიტომ საკითხი იმაზე კი არ არის რომ უნდა გაწევრიანდეს უკრაინა, არამედ იმაზე თუ როდის შეძლებენ გაწევრიანებას და შევლენ ნატო-ში. პუტინმა ომი უკვე წააგო, მას რეალური პრობლემები აქვს. პუტინს ხვალვე შეუძლია ომის დასრულება, მაგრამ საბოლოოდ რა შეთანხმება იქნება მიღწეული, დამოკიდებულია პუტინზე და იმაზე თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს", - განაცხადა ბაიდენმა.

დღის ამბები