19 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
აშშ-ში ჰაერის მაღალ ტემპერატურას ებრძვიან - არიზონაში, 43 გრადუსი დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაერის მაღალ ტემპერატურას ებრძვიან - არიზონაში, ამ დროისთვის 43 გრადუსი დაფიქსირდა, თუმცა სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში ტემპერატურა მოიმატებს. მათივე პროგნოზით შტატში ტემპერატურა, სავარაუდოდ, 48 გრადუსამდე გაიზრდება, რაც 1974 წლის შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ექსპერტები საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ცხელი დღეები განსაკუთრებით ცუდად ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე აისახება და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

 

დღის ამბები