19 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მორიგი შეხვედრა - როგორი იქნება მოწვევით ჩამოსული მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ახალი სამოქმედო გეგმა

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მორიგი შეხვედრა გელათის აკადემიაში - პროგრამის პრეზენტაცია საპატრიარქოს ხელმძღვანელობით შედგა. პროექტის ფარგლებში გელათში მიმდინარე პროცესების დეტალური შესწავლა ხდება. საქართველოში მოწვევით ჩამოსული მსოფლიო წამყვანი სპეციალისტები ახლა სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, თუ როგორ უნდა შეუნარჩუნდეს სამონასტრო კომპლექსს პირვანდელი სახე.

პრობლემების შესწავლის შემდეგ, სპეციალურმა ჯგუფმა სამოქმედო სტრატეგია უნდა წარმოადგინოს, რის შემდეგაც რეაბილიტაცია დაიწყება.

ეკლესიის მდგომარეობას დღესაც იკვლევენ, ამ დრომდე შესწავლილ მასალას კი უკვე საზოგადოების წინაშე წარადგენენ. დეტალურად ხსნიან და გვიყვებიან ტაძრის შიდა სივრცის კრიტიკულ მდგომარეობას. კონსერვაციის სპეციალისტები საკითხის სრულად გაცნობის შემდგომ, შეიმუშავებენ სამოქმედო სტრატეგიას და პრობლემის აღმოფხვრას შეეცდებიან. უკვე იციან, რომ დრო ცოტაა და კონსერვაციის სამუშაოები სასწრაფოდ დასაწყებია, თუმცა იციან ისიც, რომ მათ შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ და საქმეს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან.

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოს რამდენიმე თვის წინ გადააბარა. ახლა სამონასტრო კომპლექსში აღდგენით სამუშაოებს სასულიერო პირები კურირებენ. დღეს საკითხის მოსაგვარებლად და სამუშაოების შესასრულებლად საქართველოში ჩამოიყვანეს მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერები. მალე ახალი ერთიანი გენერალური გეგმა შემუშავდება და რეაბილიტაციაც კვლევების დასრულების შემდეგ დაიწყება.

დღის ამბები