19 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
ჩუღურეთის რაიონში წელს ორი ბაგა-ბაღის ახალი შენობა შევა ექსპლუატაციაში

ჩუღურეთის რაიონში წელს ორი ბაგა-ბაღის ახალი შენობა შევა ექსპლუატაციაში. შემოდგომაზე გაიხსნება 125-ე ბაღის ახალი შენობა, რომლის დემონტაჟი გასულ წლებში განხორციელდა, მის ნაცვლად კი თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც ბავშვებს ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისიდან მიიღებს.

შენობის მოპირკეთება დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სივრცეების მოწყობა და ბაღის აღჭურვა. მე-2 ბაგა ბაღის რეაბილიტაციის პროცესი კი წლის ბოლოს დასრულდება.

ალტერნატიულ ფართში განთავსებული ბაღის კონტინგენტი, თანამედროვე სტანდარტების შენობაში მომავალ წელს დაბრუნდება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

 

დღის ამბები