19 მაისი 2024,   08:07
ვრცლად
ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება - მოქალაქეები სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ

ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება. ათიათასობით მომიტინგე თელავივის ქუჩებში სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად გამოვიდა. დემონსტრაცია მოაწყვეს იერუსალიმშიც ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთანაც, სადაც აქციის მონაწილეებმა ჩირაღდნები აანთეს.

თელავივში გამართულ აქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუერთდნენ, მათ შორის, ისრაელის სამედიცინო ასოციაციაც. აქციები გაიმართა ჰერცლიასა და ნეთანიაშიც.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში 28 კვირაა მიმდინარეობს. სასამართლო რეფორმის კანონპროექტის ძირითად ნაწილებს, პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა, თუმცა დასამტკიცებლად კიდევ ორი კენჭისყრა უნდა გაიაროს.

 

დღის ამბები