27 მაისი 2024,   11:57
ვრცლად
"დადასტურდა ინფორმაცია..." - ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილის თქმით, თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი ამოიცნეს

ცხედარი, რომელიც რამდენიმე საათის წინ მაშველებმა თბილისის ზღვაში იპოვეს, ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის - როგორც სოციალურ ქსელში მისი დეიდაშვილი, მარიკო ოქროპირიძე წერს, ცხედარი ამოცნობილია.

გაუჩინარებულ ახალგაზრდას მეოთხე დღეა ეძებდნენ. ახლობლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ლუკა ლაცაბიძის პირადი ნივთები თბილისის ზღვაზე იპოვეს.

დღის ამბები