26 ივნისი 2024,   16:10
ვრცლად
საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ბიძგი 2:38 საათზე, დედოფლისწყაროსთან დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდა იყო.

რაც შეეხება მეორე მიწისძვრას, 04:54 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი თბილისიდან 57 კმ-ში ქალაქ დმანისთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დღის ამბები