26 ივნისი 2024,   16:31
ვრცლად
განათლების მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

განათლების მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გიორგი ამილახვარს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა, რომლის დროსაც მხარეებმა პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე ინოვაციის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ამასთან მხარეები შეთანხმდნენ პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებით პარტნიორობაზე ერთობლივი აკადემიური პროგრამების, გაცვლითი პროექტების განხორციელების გზით. საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, მხარეები დაიწყებენ ინტენსიურ მუშაობას ორ ქვეყანას შორის, განათლების მიმართულებით ჩარჩო ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელსაც ხელს უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს მოაწერენ.

დღის ამბები