26 ივნისი 2024,   14:58
ვრცლად
დასავლეთმა, იმის ნაცვლად, რომ გაჭირვებულ ქვეყნებს რეალურად დახმარებოდა, მარცვლეულის შეთანხმება პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენა - პუტინი

შავი ზღვის მარცვლეულის ვადაგასული შეთანხმების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს დასავლეთს პუტინი. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეთანხმებით, რომელსაც თავდაპირველად, კოლოსალური ჰუმანიტარული მნიშვნელობა ჰქონდა, დასავლეთის ქვეყნებმა "ურცხვად" ისარგებლეს.

აქვე პუტინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსკოვის პოზიცია, რომ რუსეთი დაუბრუნდება შეთანხმებას, როგორც კი დასავლეთი მის ხუთ ძირითად მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მოთხოვნათა შორის არის რუსეთის აგრარული ბანკის SWIFT-ის გადახდის სისტემაში აღდგენა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების რუსეთში ექსპორტის დაბრუნება და რუსულ გემებზე შეზღუდვების მოხსნა.

"დასავლეთმა მთლიანად გაანადგურა და გააუკუღმართა შეთანხმების არსი და იმის ნაცვლად, რომ გაჭირვებულ ქვეყნებს რეალურად დახმარებოდა, მან მარცვლეულის შეთანხმება პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენა და გარდა ამისა აქცია ტრანს-ნაციონალური კორპორაციების, მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის სპეკულანტების გამდიდრების იარაღად.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეული, როგორც კომერციულ, ასევე საქველმოქმედო საფუძველზე," - აცხადებს პუტინი.

დღის ამბები