19 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
იტალიაში ჰაერის ტემპერატურამ +47 გრადუსს მიაღწია - ანომალიურმა სიცხეებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ხანძარი გამოიწვია

იტალიის 20-მდე ქალაქი, ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაწილი და მონტენეგრო - ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში განგაშის წითელ დონეს აცხადებს. ანომალიურ სიცხესთან გამკლავება განსაკუთრებით უჭირს იტალიას, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ხელისუფლებამ იტალიის ქალაქებში სპეციალური დახმარების ცენტრები გახსნა.

თერმომეტრი გაწითლებულია ესპანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთშიც, სადაც ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ ხანძარი გამოიწვია. დაკეტილია პოპულარული ტურისტული მარშრუტებიც, მოსახლეობას კი ქუჩებში წყალს ურიგებენ. ანომალიური სიცხე დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის კონტინენტებზეც. არიზონას შტატში ტემპერატურა 45 გრადუსს აჭარბებს, ჩინეთში კი 52-ს. ექსტრემალური სიცხის გამო იცვლება ტურისტული რუკაც, დამსვენებლები ევროპის პოპულარულ კურორტებზე ჯავშნებს მასობრივად აუქმებენ და კონტინენტის შედარებით გრილ ქვეყნებს ეძებენ.

დღის ამბები