19 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
თბილისის ბიუჯეტს სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების პროგრამა ემატება

თბილისის ბიუჯეტს ახალი ქვეპროგრამა - სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება ემატება. პროგრამის ბიუჯეტი 500 000 ლარით განისაზღვრება. ქვეპროგრამა მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე პირებისათვის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს. ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6000 ლარი განისაზღვრება.

აღნიშნული საკითხზე დღეს თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს და საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს. პროგრამა 2023 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.

 

დღის ამბები