19 მაისი 2024,   10:13
ვრცლად
”რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძეს და მის გუნდს ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობაში" გადასვლას ურჩევს - პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევას ”სტრატეგია აღმაშენებელი” არ ჩქარობს

”რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძეს და მის გუნდს ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობაში” გადასვლისკენ მოუწოდებს. თანამოაზრეობის გამო შექმნილი საპარლამენტო ჯგუფის ფუნქციონირება საფრთხის წინაშე ”სტარტეგია აღმაშენებლის” და ”ნაციონლაური მოძრაობის” გაერთიანებამ დააყენა. ”რეფორმების ჯგუფისთვის” ვაშაძე ბუნებრივი მოკავშირე ვეღარ არის და ამიტომ, " სტრატეგია აღმაშენებლის” საპარლამენტო საქმიანობის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში გაგრძელება, ლოგიკურად მიაჩნიათ.

პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევას ”სტრატეგია აღმაშენებელში” არ ჩქარობენ. მათი თქმით, პრიორიტეტი ახალი ერთობაა. ამ ეტაპზე, გიორგი ვაშაძის გუნდი არც რეფორმების ჯგუფიდან გასვლას და არც სხვა ფრაქციაში გადასვლას განიხილავს.

იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძეს ”რეფორმების ჯგუფის” დატოვება მოუწევთ, ისინი ახალს ვეღარ შექმნიან. მათ ამ საპარლამენტო ბერკეტის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ხათუნა სამნიძეს, თეონა აქუბარდიასა და ტარიელ ნაკაიძეს თავად გაუშვებენ ჯგუფიდან. ვაშაძის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო უმრავლესობა მარცხისთვის განწირულს უწოდებს.

რეგლამენტით მინიჭებულ უფლებაზე უარის თქმას არ აპირებენ სამეულის წევრი.

როგორი კონფიგურაციით განაგრძობს ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი და მისი გუნდი მოქმედებას , მნიშვნელოვანი არ არის მმართველი პარტიისთვის. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის მიზანი მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობისთვის ხელის შეშლაა.

შეძლებენ თუ არა ვაშაძე და რეფორმების ჯგუფის წევრები ერთ გაერთიანებაში საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნებას, უცნობია. საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მხარეებს კონულტაცია მოუწევთ, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერ არ ჩქარობენ.

 

დღის ამბები