19 მაისი 2024,   10:34
ვრცლად
ინდოეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ინდოეთში, მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ოთხშაბათს, მაჰარა-შტრას შტატშის სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა ათობით ოჯახი სახლის გარეშე დატოვა, ამ დრომდე ეძებენ ასზე მეტ ადამიანს.

ძლიერი წვიმის გამო შეჩერებული სამძებრო სამუშაოები განახლდა და მასში მონაწილეობას მაშველებთან ერთად ადგილობრივები და სამხედროებიც იღებენ. რთული რელიეფის გამო სამაშველო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები