19 მაისი 2024,   00:08
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძე თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურების" საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურების" საზეიმო გახსნაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართვისას, ფესტივალის და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფესტივალი"ჩვენებურები" არაერთი წელია იმართება. წელს კი ღონისძიებები ბურსას რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობა ანსამბლმა "არსიანმა" და "ჩვენებურებმა" მიიღეს.

დღის ამბები