18 მაისი 2024,   23:11
ვრცლად
მექსიკაში მამაკაცმა, რომელიც ბარიდან ქალების შევიწროების მიზეზით გააგდეს, ბარს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა - დაღუპულია 11 ადამიანი

11 ადამიანი ემსხვერპლა, ბარზე განხორციელებულ თავდასხმას მექსიკაში - შემთხვევა შეერთებული შტატების საზღვართან მდებარე ქალაქ კოლორადოში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში ბარს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტამდე, ეჭვმიტანილი ბარიდან ქალების შევიწროების მიზეზით გამოაგდეს.

ქალაქის მერის ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.

 

დღის ამბები