19 მაისი 2024,   00:07
ვრცლად
მთავარეპისკოპოსი იაკობი: რაც არ უნდა უცხოეთიდან შეგვიტიონ, ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ, თავიანთ ჭკუაზე გვატარონ ჩვენი ერი

ბოდბელი მთავარეპისკოპოს იაკობის მორიგი ქადაგება - სასულიერო პირი ამბიონიდან, ამჯერად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შესაძლოა, ევროკომისიამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად კონკრეტული ვადა იმიტომ დააწესა, რომ საქართველოში რევოლუცია მოახდინოს.

"მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ, როგორ გვექცევით? რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას?

ჩვენთან კონსტიტუციაში ჩაიწერა, თუმცა, ვფიქრობ, არ უნდა ჩაეწერათ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას? 2-ჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეტ და რის გამო? 12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ. ვადებს რატომ გვიწესებთ? შემოდგომაზე იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო? ეკლესია და ხალხი ძალიან ძლიერი ვართ. 2012 წელს, პატრიარქი და პირადად მე 2-ჯერ შევხდით ამერიკელებს, ერთხელ მათ ტერიტორიაზე, ერთხელ ჩვენთან მოვიდნენ. პატრიარქმაც და მეც ასეთი რამ ვუთხარით, არცერთ ლიდერს არ დაუჭიროთ მხარი, ქართველ ხალხს დაუჭირეთო. დღეს ქართველი ხალხი ითხოვს მშვიდობიან ცხოვრებას, ეკონომიკის განვითარებას. ევროკავშირს მივმართავ, თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები, როგორც უკრაინას ეხმარება დღეს ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში, ეკონომიკის ზრდაში. ის ომი მორჩება, მსოფლიოც გადანაწილდება და ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან, დასავლეთი იქნება თუ ავტორიტარული ქვეყანა, ყველასთან წესიერი ურთიერთობა გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ, არავინ გვეხმარება. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, სანამ ისრაელივით არ გავძლიერდებით, არ დაგვაფასებენ.

რა არ უნდა უცხოეთიდან შეგვიტიონ, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, თავიანთ ჭკუაზე გვატარონ," - თქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

დღის ამბები