18 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
"დაალაგე შავი ზღვის სანაპირო და მოიგე კონცერტის ბილეთები" - Black Sea Arena-მ მასშტაბური კამპანია დაიწყო

21-ე სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვებს შო­რის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. დღეს გა­რე­მო სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი­თა და გზით ბინ­ძურ­დე­ბა, რაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრობ­ლე­მის სა­ხით იჩენს თავს. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნი­ებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად იზ­რუ­ნონ გა­რე­მო­ზე და ჩვე­ნი დე­და­მი­წის და­სა­ცა­ვად მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ

სულ ახ­ლა­ხან Black Sea Arena-მ და­ი­წყო ახა­ლი, მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც შავი ზღვის სა­ნა­პი­როს მოვ­ლას ისა­ხავს მიზ­ნად. გთა­ვა­ზობთ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ Black Sea Arena-ს მო­წო­დე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლას ჩარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს.

„გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა და მისი და­სუფ­თა­ვე­ბა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ერ­თად საზ­რუ­ნა­ვია.

Black Sea Arena-ს გუნ­დი აც­ნო­ბი­ე­რებს სუფ­თა და უსაფრ­თხო გა­რე­მოს მნიშ­ვნე­ლო­ბას, რის­თვი­საც ყო­ველ­წლი­უ­რად სხვა­დას­ხვა კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ცდი­ლობს შეკ­ვე­თი­ლის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას.

წელს კი გა­დავ­წყვი­ტეთ ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ით მთე­ლი შა­ვი­ზღვის­პი­რე­თი მო­ვიც­ვათ, რის­თვი­საც შემ­დეგ გა­მოწ­ვე­ვას გთა­ვა­ზობთ.

გა­და­ი­ღე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ფოტო ან ვი­დეო და­ლა­გე­ბამ­დე და და­ლა­გე­ბის შემ­დეგ, ატ­ვირ­თე Instagram-ზე, TikTok-ზე ან FaceBook-ზე, გა­მო­ი­ყე­ნე #და­ა­ლა­გე და მო­ნიშ­ნე Black Sea Arena-ს გვერ­დე­ბი. ყო­ვე­ლი მე­ა­თე ადა­მი­ა­ნი კი და­სა­ჩუქრდე­ბა Black Sea Arena-ზე და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბით."

დღის ამბები