19 მაისი 2024,   03:45
ვრცლად
avia.ge - ლიდერი ავიაბილეთების ბაზარზე

Avia.ge არის ავიბილეთების საძიებო სისტემა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ ონლაინ, ერთ სივრცეში მოიძიოთ ნებისმიერი ავიაკომპანიის ავიაბილეთი, მიიღოთ ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან დეტალზე, შეადაროთ ფასები და შეიძინოთ aviabiletebi iafad.

Avia.ge-ს გუნდი ასევე გთავაზობთ დამატებით სერვისებს, როგორიცაა ტურ-პაკეტები და სავიზო მხარდაჭერა. თუ სასურველ ქვეყანაში მოსახვედრად ვიზა გჭირდებათ, ამ პროცედურას საკმაოდ გაგიმარტივებთ გამოცდილი და პროფესიონალი ოპერატრი. ასევე, აღნიშნულ სერვისებს პანდემიის დროს პოლონეთის სამუშაო მოწვევაც დაემატა, რამაც საქართველოს მოქალაქეებს საკმაოდ გაუმარტივა ევროპაში გამგზავრება.

როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები?

ავიაბილეთების შეძენა თუ თქვენთვის სიახლეა და თვლით, რომ არ გაქვთ საკმარისი ცოდნა ამ საკითხში, შეგიძლიათ ასევე ოპერატორების დახმარება გამოიყენოთ, მიანდოთ მათ ავიაბილეთების მოძიება თქვენთვის სასურველი მიმართულებით და მიიღოთ ოპტიმალური შემოთავაზება.

სამოგზაუროდ წასვლა ბევრ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხშირად გვიწევს სხვადასხვა ვარიანტის განხილვა, სიარული ტურისტულ სააგენტოებში, რათა მოვიძიოთ ყველაზე მისაღები ვარიანტი. avia.ge -ს დახმარებით, ერთ სივრცეში, ძალიან მარტივად შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთები და სასტუმრო, ასევე ისარგებლოთ სამოგზაურო დაზღვევით.

რეისების მოძიებისას ასევე უნდა იცოდეთ რამდენიმე ხრიკი, რისი დახმარებითაც შეძლებთ არა მხოლოდ სასურველი ფრენების შერჩევას, არამედ ავიაბილეთების საუკეთესო ფასად შეძენას. 

ავიაბილეთების დაჯავშნისას ყველაზე დიდ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ფასებს ვაქცევთ. ნებისმიერი მოგზაურისთვის მნიშვნელოვანია თავისი ბიუჯეტის შესაბამისი ავიაბილეთების შეძენა. სწორედ ამიტომ, არსებობს დროში გამოცდილი მეთოდები, რაც დაგეხმარებათ იაფი ავიაბილეთების მოძებნაში:

  • ავიაბილეთები შეიძინეთ წინასწარ, 1.5-2 თვით ადრე.

  • გასამგზავრებლად უმჯობესია შეარჩიოთ შუა კვირა და არა არასამუშაო დღეები, რადგან ამ პერიოდში ფრენებზე მოთხოვნა შედარებით ნაკლებია და, შესაბამისად, ავიაბილეთების ფასიც დაბალი.

  • ასევე, თუ ბიუჯეტურად მოგზაურობა გსურთ, შეეცადეთ ეს არასეზონურ პერიოდს დაამთხიოთ და არა რაიმე ადგილობრივ დღესასწაულს ან ზაფხულის პერიოდს. ეს მეთოდი არა მხოლოდ დაგიზოგავთ თანხებს, არამედ საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ყველა ღირსშესანიშნაობითა და კაფე-რესტორნით რიგში დგომის გარეშე და მშვიდად ისეირნოთ უცხო ქალაქის ლამაზ  ქუჩებში.

  • თუ ორივე გზის ავიაბილეთი გჭირდებათ, გირჩევთ შეიძინეთ ისინი ერთდროულად. ასეთ შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში. 

  • პირდაპირი ფრენები ზოგჯერ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამის ნაცვლად ისარგებლეთ ტრანზიტული რეისებით, რაც ხშირ შემთხვევაში დაგიზოგავთ საკმაოდ დიდ თანხას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა მინიმუმ 2-3 საათს უნდა შეადგენდეს და ორივე ფრენას ერთი და იგივე ავიაკომპანია უნდა ასრულებდეს.

კიდევ რას გვთავაზობს Avia.ge?

გარდა ავიაბილეთების შერჩევისა და დაჯავშნისა, აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს და გაიგოთ სად შეძლებთ დასვენებას კომფორტულად, თქვენი ბიუჯეტის და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, რაც დაგეხმარებათ დაუვიწყარი მოგზაურობის დაგეგმვაში.

საიტზე წარმოდგენილია 700 -მდე მოქმედი ავიაკომპანია და 70 -მდე სააგენტო, რომელთანაც მუდმივი თანამშრომლობა უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის ყველა სიახლისა თუ შემოთავაზების მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებას.

საიტზე, სტატიების სახით, შეგიძლიათ გაეცნოთ სასარგებლო რჩევებს მოგზაურობის შესახებ. მაგალითად ბარგის, საბუთების, სასტუმროს და ა.შ. შესახებ. 

საიტი არ არის არცერთი ავიაკომპანიის საკუთრებას. ის წარმოადგენს შუამავალს მომხმარებელსა და ავიაკომპანიებს შორის. პრიორიტეტი კი დაბალი ფასები და კომფორტია, რათა მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს.

კომპანია, რომელიც რამდენიმე წელია ლიდერია თავის საქმიანობაში, უკვე 70.000-მდე მომხმარებელმს მოემსახურა და სწორედ ეს გახდა სტიმული, რომ უფრო მეტი სიახლე შეეთავაზებინა მათთვის და შეექმნა უკეთესი სერვისი. 

გაუმჯობესებულ სერვისებთან ერთად, კომპანია ასევე მატრივ და დახვეწილ მობილურ აპლიკაციას გვთავაზობს, რომლიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე IOS-ის მომხმარებლებისთვის. 

სად მდებარეობს Avia.ge -ს ოფისები?

დღეისათვის კომპანია ქვეყნის 3 ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, 4 ოფისითაა წარმოდგენილი.

 

 

(R)

დღის ამბები