19 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
საქართველოში 29 ივლისის დილამდე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება - სინოპტიკოსების პროგნოზი 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 29 ივლისის დილამდე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება. 
 
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. 
 
"29 ივლისს, დილიდან გამოიდარებს და 1-ელ აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს. 
 
აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს. 
 
თბილისში 1-ელ აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. 28-29 ივლისს იქროლებს ძლიერი ქარი," - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დღის ამბები