19 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
ტაილანდში, აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია

ტაილანდში, აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 115.  დაზიანდა ახლომდებარე შენობები, მათ შორის 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ჩაიმსხვრა ფანჯრები და ჩამოინგრა სახურავები. 30-მდე ოჯახი კი თავშესაფარშია გადაყვანილი.

შემთხვევა მალაიზიის მოსაზღვრე სამხრეთ პროვინციის ერთ-ერთ ბაზარში ფოიერვერკის საწყობში მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები