19 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
"მობილური იუსტიციის სახლის" სერვისებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია 

"მობილური იუსტიციის სახლი" მთელ საქართველოშია - პროექტი სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისი, იუსტიციის სახლში მისვლის გარეშე მიიღონ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში მომსახურების გაცემის პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

"მობილური იუსტიციის სახლის" პროექტი 2021 წლის სექტემბერში აჭარის რეგიონში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო დაფარა. ის 10 რეგიონის სოფლებს მოიცავს. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე "მობილური იუსტიციის სახლის" სერვისებით 42 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

 

დღის ამბები