19 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
ახალგაზრდულ ბანაკს შსს-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

კამპანია - "ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა დეპარტამენტის დირექტორი და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ.

200-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მართლწესრიგზე, ბავშვთა უფლებებსა და ნაადრევი ქორწინების შესახებ მიაწოდეს და მისი ზიანის, ძალადობის, ბულინგის, კიბერჰიგიენის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ ისაუბრეს. ახალგაზრდებთან შეხვედრის მიზანს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

დღის ამბები