19 მაისი 2024,   05:39
ვრცლად
ტრეფიკინგთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურმა და პროკურატურამ, თბილისსა და აჭარაში, შეხვედრები გამართეს

30 ივლისი ტრეფიკინგთან ბრძოლის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურმა და საქართველოს პროკურატურამ ცნობიერების ამაღლების მიზნით თბილისსა და აჭარაში შეხვედრები გამართა.

უწყებების წარმომადგენლებმა დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ტრეფიკინგის არსი, შესაძლო საფრთხეები და პრევენციული ღონისძიებები გააცნეს. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმინობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ტრეფიკინგთან ბრძოლა, ამ მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს.

დღის ამბები