19 მაისი 2024,   06:26
ვრცლად
საქართველო ტურიზმის მიმართულებით რეგიონში ლიდერია - წელს ქვეყანას უკვე 3 მილიონი მოგზაური ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 76%-ით აღემატება

ულამაზესი ბუნება, ისტორიული შენობა-ნაგებობები, სტუმართმოყვარე მასპინძლები და მრავალფეროვანი დასვენების საშუალება. საქართველო ტურიზმის მიმართულებით რეგიონში ლიდერია და რუკაზე გამორჩეულ ადგილსაც იკავებს. სამთო და საზღვაო კურორტები, ეგზოტიკური ნატურა, გასტროკულტურა და სხვა მრავალი – ეს არის ის, რითაც მილიონობით უცხოელ ვიზიტორს საქართველო იზიდავს და დაუვიწყარ დღეებს უქმნის.

ის, რაც ყველას უყვარს. გართობა, დასვენება, განსხვავებული-ეგზოტიკური ადგილების მონახულება – საქართველო ამის შესაძლებლობას წელიწადის ოთხივე სეზონზე გვაძლევს. წელს უკვე საქართველოს სამი მილიონი მოგზაური ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს - 76%-ით აღემატება.

ზაფხულის სეზონი გამორჩეულია საზღვაო კურორტებზე. აჭარის რეგიონი,ამ პერიოდში, ვიზიტორების დიდი რაოდენობის გამო განსაკუთრებულად დატვირთულია. რეგიონი ახალ გამოწვევებს, ინფრასტრუქტურის განახლებით და სტუმრებისთვის, ახალი – განსაკუთრებული შესაძლებლობებით იძლევა.

ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობისთვის, პირდაპირი ავიაფრენების დივერსიფიკაცია უმნიშვნელოვანესია. სამივე საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ფრენები, შარშანდელთან შედარებით, რამდენჯერმეა გაზრდილი და პანდემიამდელ ნიშნულს უტოლდება. ჯამში - ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა და მაღალმხარჯველი ტურისტების შემოსვლა ევროპიდან, ისრაელიდან და სხვა რეგიონებიდან – ტურიზმის სექტორში შემოსავლების უპრეცედენტო ზრდას განაპირობებს.

ზაფხულის სეზონის ტურისტული პიკი წინაა. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანას ყველაზე მეტი ვიზიტორი, სწორედ აგვისტოში ჰყავს, თუმცა მრავალფეროვანი ბუნება და განტვირთვის განსხვავებული საშუალებები – საქართველოში ვიზიტორების ჩამოსვლას ოთხივე სეზონზე უზრუნველყოფს.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები