15 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა

ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი სფეროებისა და დარგების მიხედვით, თუ რა საკითხები იქნება პრიორიტეტული ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში და რა მიმართულებებით გაღრმავდება თანამშრომლობა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

"ირაკლი ღარიბაშვილი 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ქ. ჩენგდუში ესწრებოდა საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტული ფედერაციის 31-ე მსოფლიო საზაფხულო თამაშებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქ. ჩენგდუში შეხვდა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეკინში. მხარეებს შორის წარიმართა სიღრმისეული საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ურთიერთ-ხელსაყრელი საერთაშორისო და რეგიონალური საკითხების შესახებ და მიღწეული იქნა ფართო კონსენსუსი. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ ორმხრივი ურთიერთობები.

მხარეები მიიჩნევენ, რომ 1992 წლის 9 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოვონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები