საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ გივი თარგამაძის პოსტი ნაცური მენტალიტეტია, რასაც მუქარის ენა ჰქვია.
"ეს არის სტანდარტული ნაცური მენტალიტეტი, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ემუქრებიან, რომ ხელისუფლებაში, რომ დაბრუნდებიან აი რას უზამენ ადამიანებს!
ნაცური მენტალიტეტია ზუსტად ის რაც ხელისუფლებას დღეს ძალაუფლებას უნარჩუნებს. პოლიციას კი დღეს ჩვენს გუნდზე მეტად დიდი დამცველი არ ყავს! ეს იცის ყველა პოლიციელმა,"- აცხადებს ბუჩუკური.