17 ივნისი 2024,   16:00
ვრცლად
აზიის ქვეყნებს ტაიფუნმა დოქსურმა გადაუარა
აზიის ქვეყნებს ტაიფუნმა დოქსურმა გადაუარა. მხოლოდ ჩინეთში სტიქიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკეტილია რკინიგზისა და მეტროს ბევრი სადგური. დატბორილია აეროპორტები, მეწყერის შედეგად დაბლოკილია ასობით გზა.
 
ჩინეთის მთავრობამ პეკინში, მატარებლებში ჩარჩენილი მგზავრებისთვის მარაგის მისაწოდებლად 4 სამხედრო ვერტმფრენი გაგზავნა. ქარიშხლის შედეგად მილიონობით სახლი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.
 
ათასობით ადგილობრივი საევაკუაციო ცენტრებში გადაიყვანეს. სტიქიისგან მიყენებული ზარალი ათობით მილიონ დოლარს აჭარბებს. ქარიშხალი და წყალდიდობა იყო ფილიპინებში, ტაივანსა და იაპონიაში.
დღის ამბები