17 ივნისი 2024,   16:54
ვრცლად
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 5 აგვისტომდე - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 2-3 აგვისტოს ზოგან +36.+ 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

დღის ამბები