15 ნოემბერი 2024,   17:07
ვრცლად
დღეს პატივს მივაგებთ 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას, ეს იყო დიდი ტრაგედია, სამწუხაროდ, მაშინ ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდათ მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

პაპუაშვილის თქმით, "2008 წელს ბერმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ნაცვლად იმისა, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე".

მის განმარტებით, 2008 ლის ომის უგულებელყოფამ, 2014 და 2022 წელს ომი მოიტანა უკრაინაში.

"დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას. 400-ზე მეტი სამხედრო პირი, პოლიციელი, სამოქალაქო პირი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა და დაიჭრა. ეს იყო დიდი ტრაგედია, რომელიც 15 წლის წინ დატრიალდა.

სამწუხაროდ, მაშინ, 2008 წელს ბერმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ნაცვლად იმისა, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე, ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდათ მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ზოგი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვით იყო დაკავებული, ზოგი სტრატეგიული მილსადენების მშენებლობით, ზოგი კი, ომიდან 2 წლის თავზე წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს მართავდა რუსულ ჯართან ერთად. ალბათ, ჩვენ ვიყავით ზედმეტად პატარა და ზედმეტად განაპირა.

თუმცა, 2008 წელს, ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წელის უკრაინა და ომის გადატანა ევროპის განაპირადან ევროპის შუა გულში. ახლა უკვე ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ისინი ჩასწვდნენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის არსს, თუმცა ახლა უკვე სიტყვები საკმარისი არ არის, ახლა მნიშვნელოვანია საქმე. საქართველომ თავისი წილი ომისა უკვე იომა. მე მესმის, რომ სხვებს არ უნდათ ომი, თუმცა მათი ვალდებულებაა უკრაინას დაუდგნენ გვერდში რათა მან არ წააგოს ეს ომი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები