17 ივნისი 2024,   16:35
ვრცლად
სოფო ყარალაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია

სოფო ყარალაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ გოგონას მამიდა აცხადებს.

"აღარც სასწაულია და არც არაფერი. დღეს ორივე მიგვყავს თავის სახლში, სოფოც აღარ გვყავს“.

და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილები, 3 აგვისტოს შოვის სტიქიას ემსხვერპლნენ.

სოფო ყარალაშვილი, წარჩინებული მოსწავლე იყო. მან 2018 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100 %-იანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.

მოგვიანებით, მან ასევე წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში წელს გეგმავდა.

არსებული ინფორმაციით, და-ძმას მშობლიურ წნორში დაკრძალავენ.

დღის ამბები