07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ჩვენი ტერიტორიის "ნატო-ს" ქოლგაზე გაცვლა? უცნაურია - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტიან იენსენის განცხადებას გამოეხმაურა

"ჩვენი ტერიტორიის "ნატო-ს" ქოლგაზე გაცვლა? უცნაურია. ანუ გააზრებულად წავიდეთ დემოკრატიის მარცხზე, გლობალური დამნაშავის წაქეზებაზე, რუსული რეჟიმის კონსერვაციაზე, საერთაშორისო სამართლის დამარცხებასა და ომის სხვა თაობებზე გადატანაზე"- ამ სიტყვებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტიან იენსენის განცხადებას.

პოდოლიაკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცუდი მშვიდობის დამყარების მცდელობები მსოფლიოს მშვიდობის მაგივრად მოუტანს სირცხვილსა და ომს.

იენსენი გააკრიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმაც.

,,დისკუსია ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვთვლიდით, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, ტერიტორიებით არ ვაჭრობს" - აცხადებს ოლეგ ნიკოლენკო.

ცნობისთვის, "ნატო-ს" გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენიმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.

დღის ამბები