17 ივნისი 2024,   17:38
ვრცლად
არგენტინაში სამგზავრო ავტობუსს ხანძარი გაუჩნდა

არგენტინაში სამგზავრო ავტობუსს ხანძარი გაუჩნდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გარბიან შეშინებული მგზავრები ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან.

მიზეზი ელექტრომექანიკური პრობლემა გახდა.

ხანძარმა შეაფერხა სხვა ავტომობილების გადაადგილებაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები