17 ივნისი 2024,   14:31
ვრცლად
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 90 ადამიანი, აქედან 12 ბავშვია

რუსეთის მიერ ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა 90 ადამიანი, აქედან 12 ბავშვია - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩერნიგოვის ცენტრზე დარტყმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. დაზიანებულია ქალაქის დრამატული თეატრი.

უკრაინული მედიის ცნობით, დარტყმის დროს ჩერნიგოვის ცენტრში მდებარე დრამატულ თეატრში დრონების მწარმოებლებისა და აეროდაზვერვის სკოლების წარმომადგენელთა შეხვედრა იმართებოდა.

დღის ამბები