17 ივნისი 2024,   17:26
ვრცლად
თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი მაღაზია "ვაიკიკის" სახურავზე გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სახურავზე არსებულ კონდინციონერის გარე აგრეგატებს გაუჩნდა.  

როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

დღის ამბები