17 ივნისი 2024,   17:01
ვრცლად
ჰიპ-ჰოპის 50 წლიანი იუბილე, ნიუ-იორკში, იანკის სტადიონზე აღინიშნა

ბრონქსი, სეჯვიქის ქუჩა N1520 - სახლი ნიუ იორკში, სადაც ჰიპ-ჰოპს ჩაეყარა საფუძველი. წლების წინ ბრონქსში მოსეირნე თინეიჯერებს უცნაური, თუმცა რიტმული მუსიკა შემოესმათ. ფირსაკრავის გამოყენებით ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გაამართლა. იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობმა ახალგაზრდა იამაიკელმა არტისტმა, ქულ ჰერქმა სხვა ჟანრისთვის შექმნილ ინსტრუმენტს ახალი დანიშნულება მოუძებნა. პატარა წვეულებაზე მყოფებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ იმპროვიზაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმდინარეობად გადაიზრდებოდა.

1973 წლის შემდეგ მუსიკალურ კალენდარს ახალი თარიღი დაემატა. ამ დღეს, ყოველ წელს, სიმბოლურად ნიუ იორკის ერთ-ერთ ოლქში, ბრონქსში, ჰიპ-ჰოპის იუბილე აღინიშნება. წელს ჟანრის მიმდევრებმა საიუბილეო, 50 წლისთავი მასშტაბურად იზეიმეს . ნიუ იორკის შუაგულში, იანკის სტადიონზე 70 -იანი, 80-იანი და 90-იანი წლების მუსიკის ფანებმა მოიყარეს თავი. მსმენელის წინაშე ჰოპ ჰოპის დამაარსებლად წოდებული ქულ ჰერქიც წარსდგა, რომელსაც სპეციალური ჯილდო გადასცეს.

ნასი, ლორენ ჰილი, სნუპ დოგი - გრანდიოზულ ღონისძიებას ჟანრის საკულტო არტისტების გარეშე არ ჩაუვლია. ძველი თუ ახალი თაობის რეპერები გაერთიანდნენ, რათა ბრონქსის მოსახლეობისთვის შეეხსენებინათ თუ რამხელა ისტორია დგას ჰიპ ჰოპის უკან.

ჰიპ-ჰოპის 50 წლის იუბილე ნიუ ორკში არაერთი ღონისძიებით აღინიშნება. კონცერტები, გამოფენები, სადაც ჟანრის დამფუძნებლების პირადი ნივთები და მუსიკალური ინსტრუმენტებია გამოტანილი. რიტმული წინადადებები მუსიკის ფონზე, ბრეიქდენსი - ჰიპ-ჰოპმა ქუჩის ცეკვის ახალ მიმდინარეობასაც ჩაუყარა საფუძველი

თინეიჯერებისთვის ჰიპ-ჰოპი თვითგამოხატვის საშუალებად და საკომუნიკაციო ენად იქცა. უცხოურ მედიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2017 წელს ეს ჟანრი ყველაზე პოპულარულად დასახელდა. საიუბილეო კვირეული სრულდება. მომავალ წელს კი ორგანიზატორები კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავენ.

დღის ამბები