07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს…მე არაფერი დამიშავებია - დონალდ ტრამპი გირაოთი გაათავისუფლეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ციხეში პროცედურები დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა.

შეთანხმების საფუძველზე, ყოფილი პრეზიდენტი 200 000 აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ასევე ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება, რათა ვერ განახორციელოს ზეწოლა საქმეში მის 18 თანაბრალდებულზე, ნებისმიერ მოწმეზე.

დონალდ ტრამპმა გათავისუფლების შემდეგ ატლანტას აეროპორტში მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს… მე არაფერი დამიშავებია. ჩვენ გვაქვს ყველა უფლება, გავაპროტესტოთ არჩევნები, რომელიც არაკეთილსინდისიერად მიგვაჩნია," - აცხადებს ტრამპი.

ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს.

დღის ამბები