საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი სწრაფად უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
მისი თქმით, ევროკავშირი უნდა იყოს მზად გაფართოებისთვის.
"უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ასევე დასავლეთ ბალკანეთი სწრაფად. ვფიქრობ, რომ უკრაინის ომს თან ახლდა გაფართოების პროცესის დაჩქარება, რაც, რა თქმა უნდა, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.
სახელმწიფო წევრი გახდება მაშინ, როცა ყველა პირობას შეასრულებს, მაგრამ ამავდროულად, მიმაჩნია, რომ კარგია იყოს პოლიტიკური სამიზნე - ჰორიზონტი, რათა პროცესს პოლიტიკური ბიძგი მისცეს. ასევე, ჩვენთვის, იმიტომ, რომ დიახ, ჩვენც უნდა ვიყოთ მზად გაფართოებისთვის, რომელსაც შეუძლია კიდევ 10 წევრი დაამატოს ევროკავშირს. ჰორიზონტის, ერთგვარი "დროის სამიზნის" შეთავაზებამ შეიძლება მოახდინოს ჩვენი და კანდიდატი ქვეყნების ენერგიების მობილზება", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.