დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატში, მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და არ აპირებს მომდევნო სასამართლო სხდომას დაესწროს.
ფულტონის ოლქის მოსამართლემ დონალდ ტრამპისა და დანარჩენი 18 ბრალდებულის საქმის განხილვა 6 სექტემბერს ჩანიშნა.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის შეცვლის მცდელობა ედება.