15 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, რადგან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში შეზღუდულია მთავრობასთან შეთანხმების პირობით - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, რადგან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში შეზღუდულია მთავრობასთან შეთანხმების პირობით და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის ამ წესის მიუხედავად მას აქვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება".

სარჯველაძის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება იმ სტრატეგიის დამაზიანებელი აღმოჩნდეს, რომელიც მთავრობას  საგარეო პოლიტიკის მიმართულებით აქვს.

"საბოლოო მიზანი გახლავთ ის, რომ ლუსტრაცია მოხდეს ყველა პოლიტიკური ძალის, ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად და ვის უბრალოდ პროევროპულობის ნიღაბი აქვს და ამის მიღმა მოწადინებულია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ, ანტისახელმწიფოებრივი მოიგონოს.

კონსტიტუციის დარღვევას, პრეზიდენტის ქმედებების შეუთანხმებლობას ადგილი აშკარად აქვს, იმიტომ, რომ კონსტიტუცია ადგენს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში შეზღუდულია მთავრობასთან შეთანხმების პირობით და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის ამ წესის მიუხედავად მას აქვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება. რა თქმა უნდა, იქნება აუცილებლობა სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა მხარი დაუჭირონ იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, ან რეალურად გამოჩნდება, ვის რა მოტივაცია ამოძრავეს ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. სახელმწიფოს სახელით ისეთი გადაწყვეტილებების კეთება, რომელსაც ამ დრომდე აკეთებს პრეზიდენტი, შეიძლება იმ სტრატეგიის დამაზიანებელი აღმოჩნდეს, რაც აქვს საგარეო პოლიტიკის დაგეგმვაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც გახლავთ საქართველოს მთავრობა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები